რეესტრთა რეესტრის პორტალი
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის („რეესტრთა რეესტრის“) პორტალზე. ამ პორტალის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ თქვენს საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციული რეესტრები და სერვისები.
თუ, „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონის მიხედვით, თქვენ წარმოადგენთ რეესტრის სუბიექტს და პირველად ავსებთ რეესტრის ან სერვისის რეგისტრაციის ფორმას, გთხოვთ თავდაპირველად გაიაროთ რეგისტრაცია ( დააჭირეთ შესაბამის ბმულს ზედა მარჯვენა კუთხეში). ყველა პარამეტრის შეყვანის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“ და უახლოეს დროში მონაცემთა გაცვლის სააგენტო დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას. ამის შემდეგ, „შესვლა“ ბმულზე დაწკაპუნებით , თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ პროგრამაში ავტორიზაცია თქვენი მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც შემდგომშიც გამოიყენებთ.
თქვენი კომფორტისათვის, ამავე გვერდიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონი, „ინფორმაციის მიწოდების პროცედურების, ტექნიკური სტანდარტების, ფორმატისა და მიწოდების გზების შესახებ“ ინსტრუქცია და პორტალის მოხმარების სახელმძღვანელო PDF ფორმატში, რომელიც დაგეხმარებათ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმების შევსებაში.
თუ გაგიჩნდებათ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი რეესტრთა რეესტრში თქვენი უწყების მონაცემების რეგისტრაციის შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდეთ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს ( სასურველია ელ–ფოსტის მეშვეობით):
მონაცემთა გაცვლის სააგენტო
support-roi@dga.gov.ge
ტელ: +995 32 2915140